ფეხბურთი 04 თებერვალი ნახვა: 1 783

    წარუმატებელი უცხოური კარიერა: საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირი დაუბრუნდა

    loading...

    ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი ირაკლი სიხარულიძე "ლოკომოტივში" დაბრუნდა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

    28 წლის თავდამსხმელსა და კლუბს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

    სიხარულიძე "ლოკომოტივში" 2017 წელს ჩაირიცხა და პირველივე სეზონში, 25 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

    2018 წელს მან "ლოკო" დატოვა და კარიერა ჩეხურ "სლოვაცკოში" გააგრძელა, თუმცა კლუბში გატარებული ნახევარი სეზონის განმავლობაში არცერთი მატჩი ჩაუტარებია. 2018 წლის მეორე ნახევარი კი ლატვიურ "რიგასში" გაატარა, სადაც 13 შეხვედრა გამართა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

    ირაკლი

    სიხარულიძეს საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 2017 წლის 13 ნოემბერს, ბელორუსის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა.