ფეხბურთი 15 მაი ნახვა: 76

    Marca: ვალვერდეს ბედი გადაწყდა

    loading...

    Marca-ს ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონას ხელმძღვანელები კლუბის დამრიგებელს, ერნესტო ვალვერდეს, არ გაათავისუფლებენ. 

    როგორც ცნობილია, მხარეები ორშაბათს ერთმანეთს შეხვდნენ და ლივერპულთან მარცხი შეაფასეს. ბოლოს კი, ხოსეპ მარია ბართომეუმ მას ნდობა გამოუცხადა. გადაწყვეტილება ესპანეთის თასის ფინალში დამარცხების შემთხვევაში შეიცვლება. 

    შეგახსენებთ, „ბლაუგრანა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან მოულოდნელად გავარდა. „კამპ ნოუს“ ბინადრები მერსისაიდულ გრანდთან ორი მატჩის ჯამში, 3:4 დამარცხდნენ.