ფეხბურთი 14 მაი ნახვა: 28

    პოლ ინსი: "სანამ ის ინგლისშია, ლივერპული პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს"

    loading...

    12 მაისს, პრემიერ ლიგაში დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა.
    ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ სეზონში მანჩესტერ სიტიმ ბოლო მატჩიც მოიგო და ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ლივერპული კი კვლავაც პრემიერ ლიგის გარეშეა.
    პრემიერ ლიგის 2018/19 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ და ამჟამად BT Sport-ის ექსპერტმა, პოლ ინსმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
    ინსის თქმით, პეპ გუარდიოლას მანჩესტერ სიტიში ყოფნის შემთხვევაში, ლივერპულს პრემიერ ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდება.
    "სანამ პეპი მანჩესტერ სიტის მწვრთნელია, ლივერპული პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს. თუ პეპი წავა, მგონია, რომ მერსისაიდელებს მოგების უფრო მეტი შანსი ექნებათ", - განაცხადა ინისმა.