ფეხბურთი 04 თებერვალი ნახვა: 2 474

    გადავრჩით! - გიორგი ჩაკვეტაძის დიაგნოზი ცნობილია

    loading...

    30 იანვარს ბელგიის თასის ნახევარფინალურ მატჩში "ოსტენდის" წინააღმდეგ მიღებული ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის იუპილერ ლიგის უკანასკნელი ტურის შეხვედრა "ბრიუგეს"(1:1) წინააღმდეგ გამოტოვა.
     
    საქმე იმაშია, რომ ქართველს ნახევარფინალში ნატკენ მარჯვენა მუხლზე ცუდად მიარტყეს, რის გამოც 19 წლის ნახევარმცველს ტრავმამ შეახსენა თავი.

     
    გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამადაც ვარჯიშობს, თუმცა არა გუნდთან ერთად – მხოლოდ ინდივიდუალურად.
     
    შეგახსენებთ, რომ ბელგიის თასის ფინალური მატჩი "გენტსა" და "მეხელენს" შორის 1 მაისს  ბრიუსელში გაიმართება.